მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით 49-ე ინფიცირებული საფრანგეთის მოქალაქეა, - პაატა იმნაძე

5e76ffa2ec268
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.20 09:58
1011
კორონავირუსით 49-ე ინფიცირებული უცხოელია, საფრანგეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ "TV პირველის" გადაცემა "ღამის ამბებში" განაცხადა.

"რატომ მოუნდა სეირნობა ახლა, ცოტა უცნაურია. იყო საბერძნეთში და იქიდან შემოვიდა საქართველოში. ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს, აეროპორტში იყო, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან გამგზავრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ფრენები არსად აღარ არის. დახმარების გარეშე ხომ ვერ დავტოვებდით?! ის საბოლოოდ გადაყვანილ იქნა ჯერ კარანტინში და შემდგომ, როგორც კი სიმპტომები გაუჩნდა – ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმში. ეს ფრანგი ახალგაზრდა, მექსიკური წარმოშობის არის, ამჟამად საქართველოში მკურნალობს.

ჩვენ ყველას გავუწევთ დახმარებას ვინც საქართველოშია!", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ერთი – გამოჯანმრთელების. კარანტინის რეჟიმში – 1966, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი იმყოფება.