მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით ბოლო ინფიცირებულთა შორის ერთი მოზარდია - მარინა ეზუგბაია

5e858995973df
ინგა მურუსიძე
02.04.20 10:42
743

კორონავირუსით ბოლო ინფიცირებულთა შორის ერთი მოზარდია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჩვენთან გუშინ შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა, მათგან ერთი არის მოზარდი მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს დადასტურებული არ აქვს, თუმცა კლინიკა აქვს და სავარაუდოდ დაუდასტურდება. ჯერჯერობით შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. გაფართოებული კვლევები ჩატარდება დღეს და შეფასდება ზოგადი მდგომარეობა. როგორც ვიცით, ერთი შემთხვევა არის შემოსული სომხეთიდან, ორი საფრანგეთიდან, ხოლო ერთის წყარო გარკვეული არ არის ბოლომდე, თუმცა როგორც ვიცით ისიც შემოტანილია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ექიმს, როგორც ეზუგბაია ამბობს, მას დაუდასტურდა სწრაფი ტესტით ვირუსი, თუმცა ვიდრე PCR ტესტი არ დაადასტურებს, იქამდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვში არ შედის.

შეგახსენებთ, დღეს დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 130 გახდა.