მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით საქართველოში მე-6 პაციენტი გარდაიცვალა

5ea54346c1122
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 12:14
1373
კორონავირუსით საქართველოში მე-6 პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.

მისი თქმით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.

ამასთან, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 485–მდე გაიზარდა. ამავე გვერდის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 139–ია, გარდაცვლილია -6 . კარატინის რეჟიმში 4928 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 522.