მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია

5e6a31797fa36
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.20 17:01
1118
კრიშტიანუ რონალდუ კუნძულ მადერიაზე, კარანტინში არის გადაყვანილი. მედიის ინფორმაციით, რონალდუ მადეირაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის კარანტინში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მის თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა.

სან სიროში, სადაც თამაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, კრიშტიანუ და მისი თანაგუნდელები რუგანთან ერთად საერთო გასახდელ ოთახში იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსის" მთელ გუნდს მომდევნო ორი კვირის გატარება კარანტინში მოუწევს.