ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 3,8%-ით შემცირდა და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მომავალში უარესი შედეგებიც იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
"კორონავირუსის და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ევროზონის ეკონომიკა შემცირდა არნახული სიჩქარით,” - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ აუცილებელია, საბანკო სესხების წახალისება და ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების შენარჩუნება.
ცენტრალური ბანკის პროგნოზით, შესაძლებელია, ევროზონის მთლიანი ეკონომიკა 5%-იდან 12%-მდე შემცირდეს და ლაგარდმა მოუწოდა ევროზონის პოლიტიკოსებს, მხარი დაუჭირონ ამბიციური ფინანსური დახმარების პაკეტებს, რათა უზრუნველყონ ეკონომიკის აღდგენა.
ლაგარდის განცხადებით, საფრანგეთი და იტალია, მეორე და მესამე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ევროზონის მასშტაბით, რეცესიაში არაინ და როგორც ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტო Eurostat-ი იტყობინება, მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი ვარდნა ამ ქვეყნებში დაფიქსირდა.
Eurostat-ის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში საფრანგეთში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა - ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი ქვეყანას 1949 წელს ჰქონდა. იტალიის ეკონომიკური ზრდის ტემპი კი -4.7% იყო.
რაც შეეხება ესპანეთს, მესამე ყველაზე უფრო მეტად დაზარებულ ქვეყანას ევროკავშირის ზონაში, მისმა ეკონომიკურმა ვარდნამ 5,2% შეადგინა, ბელგიის - 3,9%, ხოლო ავსტრიის - 2,5%.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანიის კვარტლური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, წინასწარი შეფასებით, ყველაზე დიდი ევროპული ეკონომიკა წელს შესაძლოა 6,3%-ით შემცირდეს.
აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში მიღებული შემზღუდავი ზომებისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი