მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს, ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება - ლაგარდი

კრისტინ ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 2025 წელს, სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს მიაღწევს. როგორც ევროპის მთავარი ბანკირი ბერძნულ გამოცემასთან, Kathimerini-სთან აღნიშნავს, მას არ აშინებს ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების პოლიტიკური მხარე, რაც პირდაპირ უკავშირდება რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მეთაურის შეფასებას, თითქოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ევროზონის ეკონომიკის “დახრჩობას” გამოიწვევს.

"ჩვენი მანდატი - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ეს უმთავრესი წვლილია, რომელიც შეგვიძლია საზოგადოებისა და სოციალური სიმშვიდის კუთხით შევიტანოთ, განსაკუთრებით მისი ყველაზე მოწყვლადი წევრებისთვის”, - აღნიშნა ლაგარდმა.

უკანასკნელი მონაცემებით, ოქტომბერში, ევროზონის წლიური ინფლაციის დონემ 2.9% შეადგინა, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე სექტემბერში. პარალელურად ამისა, ევროზონის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ 0.7%-ით გაიზრდება. ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ზრდა მომდევნო წლებში დაჩქარდება და 2024 წელს - 1%-ს, 2025 წელს კი - 1.5%-ს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს გამართულ სხდომაზე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 4.5%-ზე დატოვა, რაც პლატოს პირველი შემთხვევაა 2022 წლის ივლისის შემდეგ, როცა ევროზონაში ნულოვანი რეფინანსირების განაკვეთის პრაქტიკა დასრულდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ დრომდე, ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ევროზონაში ბოლოს 2001 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები