მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს - ლაგარდი

კრისტინ ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს.

მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ ნაბიჯს ECB მიმდინარე წლის ივნისში გადადგამს.

კრისტინ ლაგარდის განცხადებით, განაკვეთის შემცირდა ევროზონის მასშტაბით ინფლაციის კლებით და ფასების სტაბილურობის აღდგენით იქნება განპირობებული.

ამჟამინდელი მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი ევროკავშირის მასშტაბით 4.5%-ს შეადგენს, ინფლაცია კი 2.5%-ის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები