მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

ლაგარდი ECB

2019 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 4.25%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 2025 წელს, ის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. შედარებისთვის, ამჟამად ევროზონაში ინფლაციის დონე 2.5%-ის ფარგლებში მერყეობს.

ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გლობალური საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს, რადგან ის ECB-ის შემსუბუქების სტრატეგიის ამოქმედებაზე და კრედიტის გაიაფებაზე მოასწავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები