მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კრწანისი რესორტ რეზიდენსის” დამფუძნებელი - ქვეყანაში ბიზნესპროექტების წინ წამოწევა აქტიურად უნდა მოხდეს

604344a44fa1e
BM.GE
06.03.21 13:45
3280
„კრწანისი ვილა რეზიდენსის“ მთავარი პროექტის „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტში ჯამში 200 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

“კრწანისი რესორტ რეზიდენსის” მმართველმა პარტნიორმა ნოშიკო ნამორაძემ “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი მასშტაბურია და მასში ყველა საჭირო სტანდარტი დაცულია.

“პროექტში ყველა ურბანული პარამეტრი დაცულია, როდესაც დიდ პროექტს გეგმავ ურბანული ნაწილი სწორად უნდა გათვალო. ხარისხის დაცვა ამ პროექტის შემთხვევაში უპირველესია. მიზანი გვქონდა რომ ამ პროექტისთვის ნომერ პირველი სამშენებლო კომპანია გვეპოვნა. ჩვენი სურვილი იყო, რომ "დომუს ქონსთრაქშენს" გაემარჯვა ტენდერში და მართლაც ტენდერის ფარგლებში მან გაიმარჯვა. ადგილმდებარეობა იდეალურია და ჩანაფიქრი იყო ის, რომ საოჯახო სივრცე შეგვექმნა, რაც ასევე განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილი იქნებოდა.” - აღნიშნა ნამორაძემ.

ბიზნესმენის აზრით, დღეს ბიზნესის სტიმულირება ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს. ნამორაძემ აქცენტი პანდემიაზეც გააკეთა და ამ პერიოდში თანამშრომლების შენარჩუნებაზეც ისაუბრა.

“მეტი პოზიტივის წამოწევა მნიშვნელოვანია და ქვეყანაში, როგორც მსხვილი ასევე საშუალო და მცირე ბიზნესპროექტების წინ წამოწევა აქტიურად უნდა მოხდეს. რაც შეეხება პანდემიას, ჩემი ამოცანა იყო ის, რომ ყველა თანამშრომელი შემენარჩუნებინა და მიხარია, რომ ეს შევძელი. მათთვის ხელფასებიც არ შემიმცირებია. ვაკანსიები გვაქვს გამოცხადებული და ახალ კვალიფიციურ კადრებს ვეძებთ.” - განმარტა ნოშიკო ნამორაძემ.

რაც შეეხება “დომუსს”, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი გიორგაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს კიდევ ერთი გამოწვევა იქნება.

“ამ პროექტის განხორციელებაში თანამედროვე აღჭურვილობა გვეხმარება, რომელშიც დიდი მოცულობის ინვესტიციები ჩავდეთ.

“დიდი ხანია ევროპულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ავსტრიულ და გერმანულ კომპანიებთან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩვენი თანამშრომლები გადამზადებებზე დაგვყავს. ეს გამოცდილებას გვმატებს. დღეს ხარისხზე და უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ. რაც კომპანიის წარმატებას ხელს უწყობს.” - განაცხადა გიორგაძემ.

ცნობისთვის: ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მრავალფუნქციური უბანია, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა დასრულდა.