მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირიკაშვილი EBRD-ის პრეზიდენტ ჩაკრაბარტის მიერ პოსტის დატოვებას ეხმაურება

5efe21a09435c
თამთა ჯიჯავაძე
02.07.20 22:05
1130
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის მიერ პოსტის დატოვებას ეხმაურება. კვირიკაშვილი მას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„როგორც ყოფილი პრემიერი, რომელსაც ჰქონდა პატივი გაძღოლოდა საქართველოს მნიშვნელოვან რეფორმებს EBRD-თან ერთად, მინდა მადლობა გადავუხადო სერ სუმას თავისი ტრანსფორმაციული ლიდერობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის. სერ სუმას პრეზიდენტობის დროს, EBRD საქართველოს რეფორმების კონტექსტში არსებულ საჭიროებებზე რეაგირების კუთხით გამორჩეული იყო“, – წერს კვირიკაშვილი. 

შეგახსენებთ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი პრეზიდენტობის ორი ვადის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს დღეიდან ტოვებს. ხვალიდან კი, EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურგენ რიგტერინკი საფინანსო ინსტიტუტის დროებითი ხელმღვანელის პოსტს დაიკავებს.