მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების ერთგულება - კვირიკაშვილი

6409fc759f66f
BM.GE
09.03.23 19:28
653
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ 7-8 მარტის პროტესტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დაბადებული თაობის ყველაზე ხმამაღალი სიტყვა იყო ქართულ პოლიტიკაში. 

"ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში,"- წერს გიორგი კვირიკაშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები