თბილისში, ორთაჭალაში ე.წ. „სამთავრობო ქალაქის“ აშენება, რომელიც 2017 წელს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა, დღეს აღარ განიხილება.
როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, დღეს მთავრობას სხვა პრიორიტეტები გააჩნია.
„ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პროექტს თავისი დასაბუთება გააჩნია, რადგან არის ბევრი ქვეყანა, სადაც მთავრობები ამ გზით წავიდნენ და ცალკე აშენებენ სამთავრობო ქალაქებს იმისთვის, რომ ეს სტრუქტურები ერთად დასხდნენ, თუმცა ახლა, დღეის მოცემულობით, ჩვენ ცოტა სხვა პრიორიტეტები გვაქვს. გვირჩევნია, რომ ჩვენი საბიუჯეტო რესურსები მივმართოთ პენსიებისკენ, ხელფასებისკენ, სოციალური პროგრამებისკენ, გზების მშენებლობისკენ და ნაკლები დავხარჯოთ სამთავრობო შენობების აშენებაში. დღეს ეს საკითხი არ განიხლება“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის მთავრობის 23 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდებოდა.
“გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორე მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მის დაწყებას მივესალმები“, - აცხადებდა მაშინ კვირიკაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ