მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის covid-სტატისტიკა: ბოლო 7 დღეში covid-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა

627a1e82bda08
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.22 12:18
619
საქათველოში გასული კვირის 2-დან 8 მაისამდე პერიოდშიკორონავირუსით ინფიცირების 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განახლებულ Covid-სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული 984 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 8 პაციენტი.

გასულ კვირაში ვირუსის გამოვლენის მიზნით სულ 112 564 ტესტი ჩატარდა - (101 045 ანტიგენ ტესტი, 11 519 პჯრ ტესტი ). 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 0.66%-ია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დღეს ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.