მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევები 65 წელს ქვემოთ იშვიათია

60534fbaaac34
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.21 09:00
1117
კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები 65 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში იშვიათია. ამის შესახებ CNN-ი სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

Lancet-ის მიხედვით, კვლევაზე დანიის ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

მეცნიერებმა დაასკვენეს, რომ რეინფიცირების შემთხვევები უმეტესად 65 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში გვხვდება.

მეცნიერებმა დაკვირვება 4 მილიონ ადამიანზე აწარმოეს პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში სექტემბრის დასაწყისიდან 31 დეკემბრის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს უკვე ქონდათ გადატანილი კორონავირუსი პანდემიის პირველი ტალღის დროს (გასული წლის მარტი-მაისი).

მეცნირების დასკვნით, 4 მილიონი ადამინიდან კორონავირუსით ახალგაზრდების 80% ხელახლა არ დაინფიცირებულა, მაშინ როდესაც 65 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში რეინფიცირების მაჩვენებლმა 47% შეადგინა.

მეცნიერების დასკვნით, ასეთი შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან იმუნიტეტი ასაკოვან ადამიანებში შედარებით დაბალია.