მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაბორატორიული სიმძლავრეები ქვეყანაში საკმარისია" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

5e576d5062849
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.20 11:26
633
"ლაბორატორიული სიმძლავრეები ქვეყანაში საკმარისია" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს მარაგები იმისთვის, რომ კვლევები დროულად ჩატარდეს.

„მოგეხსენებათ, დღეს ეს ლაბორატორიული კვლევა ლუგარის ცენტრში წარმოებს, კვლევას სჭირდება, დაახლოებით, 4-5 საათი. სიმძლავრეები სერიოზულია. ჩვენ გვაქვს მარაგები, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩავატაროთ 2 000 კვლევა და ასევე, გვაქვს მოლაპარაკებები 2 000 კვლევაზე და მეტზე. გვაქვს საშუალება, რომ სწრაფად მივიღოთ, თუ დამატებით კიდევ დაგვჭირდა, ამიტომ ამ მხრივ, არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს. იგივე დღიური სიმძლავრეები და დღე-ღამის განმავლობაში მუშაობის საშუალება არის, რომელიც გვაძლევს დიდი რაოდენობით კვლევის ჩატარებას, ამ შემთხვევაში დაბრკოლება არ არის“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.