მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lacoste–მ Marks & Spencer-ს სასამართლოში უჩივლა – Bloomberg

61e41ddc1cc99
მარიამ ადამია
16.01.22 17:40
1073

ბრენდმა Lacoste-მ, Marks & Spencer -ს, ტანისამოსზე ნიანგის პრინტის გამოყენების გამო, სასამართლოში უჩივლა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ფრანგულმა ბრენდმა ბრიტანული რიტეილერი სასაქონლო ნიშნის დარღვევაში დაადანაშაულა.

ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, Lacoste უკმაყოფილოა, რომ ბრიტანული რიტეილ კომპანია, საკუთარ პროდუქტებში ნიანგის გამოსახულებას იყენებს, რომლებიც მისი ლოგოს მსგავსია, ამიტომ სარჩელში, ითხოვს Marks & Spencer-ის მიერ წარმოებული იმ ტანისამოსისა, თუ ნივთების გაყიდვის აკრძალვას, სადაც ნიანგია გამოსახული.

ბრენდი Lacoste 1933 წელს, ჩოგბურთელის რენე ლაკოსტას მიერ არის შექმნილი, რომელსაც მეტსახელად ნიანგს ეძახდნენ და ეს აისახა ლოგოზეც. როგორც სარჩელშია მითითებული, M&S-ს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ ნიანგი გამოიყენოს ტანისამოსის წარმოების პროცესში და ეს მხოლოდ არასამართლიანი მარკეტინგული ხრიკია. 

აღნიშნულ თემაზე, კომენტარს აკეთებენ M&S-ის წარმომადგენლებიც, მათი თქმით, ცხოველური პრინტები პოპულარული და მოთხოვნადია მომხმარებლებში და გასულ სეზონზე ზოგიერთი კოლექცია ნიანგის დეკორატიულ ნიმუშებს მოიცავდა, თუმცა ასევე ამტკიცებენ, რომ ეს პროდუქტები უნიკალურია და სხვა ბრენდებისგან დამოუკიდებლად შეიქმნა.