მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლადო კახაძე-გიორგი გახარიას: რას ფიქრობთ სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?

5fe2ec4023243
ინგა მურუსიძე
23.12.20 11:16
9079
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნას სთავაზობს. დეპუტატი სიტყვით გამოვიდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ.

„ჩვენ ვამბობდთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და ჩვენი რესურსი უნდა ავითვისოთ მაღალ დონეზე. ჩვენ გვაქვს ვეებერთელა, მთელ მსოფლიოში გამორჩეული რესურსი - სასმელი წყალი. ამ რესურსის კაპიტალიზაცია და საქმეში ჩაყენება დასაქმების მიმართულებითაც გამოადგება ქვეყანას და ინტელექტუალ მეცნიერთა დიდი ნაწილი მზად არის თქვენთან,  მთელ მთავრობასთან ურთიერთობისთვის და რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე?, რომელიც მისი რეალიზაციის გზით, ძალიან კარგ პლატფორმას შექმნის, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ბიუჯეტმა დიდი შემოსავლები მიიღოს. ეს ყველაფერი კარგად იქნება რეალიზებული სოციალურ სფეროში“, - ჰკითხა ლადო კახაძემ გიორგი გახარიას.

გარდა ამისა, დეპუტატმა გახარიას კიდევ ორი კითხვით მიმართა. კერძოდ, რას ფიქრობს პრემიერობის კანდიდატი საკუთრებაში ქონებების გადაცემის ლიბერალიზაციასა და 2021 წელს მიწების რეგისტრაციის დასრულებაზე.

გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო.