მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხში ესპანური Sandissima-ს ჯიშის საზამთროს მოყვანა დაიწყეს

62dfebd365b1b
მარიამ იზორია
26.07.22 13:15
2845
კომპანია GDB-ის პარტნიორმა, ფერმერმა ივა ჭყონიამ საზამთროს მოყვანა დაიწყო. საუბარია ესპანური „სანდისიმას“ (sandissima) რამდენიმე სახეობაზე, რომელიც განსაკუთრებული გემოს მქონე, მცირე ზომის (portion size), თხელკანიანი, უკურკო პროდუქტია.

როგორც bm.ge-ს ივა ჭყონიამ უთხრა, საზამთრო ნახევარ ჰექტარზე აქვთ გაშენებული და მიმდინარე წელი წარმოებისთვის სატესტოა.

მისივე თქმით, საწყისად 10 ტონამდე პროდუქტი მიიღეს, რომელიც საბურთალოსა და დიღმის „გუდვილში“ კილოგრამი, დაახლოებით, სამ ლარამდე ეღირება.

„ჩვენ, საქართველოში, პარტნიორთან - Rijk Zwaan-თან ერთად, პირველებმა დავიწყეთ ესპანური ჯიშის "სანდისიმას" ჯიშების მოყვანა. ესენია ამალტეა (შავი, თხელი კანით), კონგიტა (შავი, portion size), მორგანი (მოგრძო ზომის), ვანიკაი (უკურკო). პირველი მოსავლის კრეფა დავასრულეთ და უკვე საბურთალოსა და დიღმის „გუდვილშიც“ შევიტანეთ. საბაზრო ღირებულება სტანდარტულზე ძვირია, რადგან განსაკუთრებულ პირობებში მოგვყავს, ამასთან ჩვენი ჩითილების ფასი რამდენჯერმე აღემატება სტანდარტული საზამთროს ჩითილის ფასს.

ვფიქრობ, პროექტი გაამართლებს. დავაკვირდებით სახეობებს და გაყიდვების გათვალისწინებით გადავწყვეტთ, რომელი ჯიში მოვიყვანოთ. გვსურს, განსაკუთრებული სახეობის საზამთროები მომხმარებელს ივნისის დასაწყისიდან, აგვისტოს ბოლომდე შევთავაზოთ“, - აღნიშნავს ივა ჭყონია.