მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა - ერთი დოლარი 3.09 ლარი, ევრო 3.43 ლარი ღირს

6245a72f1090c
BM.GE
31.03.22 17:03
1321
31 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.17 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0896 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 2.20 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4276 ლარი გახდა.

1.87-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.0545 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.07 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.06 თეთრი გახდა.

10 აპრილს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.