მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარის გამყარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ...“ - თემურ ჭყონია

60af9edf30020
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.21 18:00
9306
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი თემურ ჭყონია BM.GE-თან ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლარის დასტაბილურების გამომწვევი ფაქტორები აუხსნელია. 

„ლარის გამყარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ როგორც იმას ვერ ავხსენით, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში ლარი... ვილაპარაკეთ უამრავი - ვთქვით თურქეთი, ეკონომიკა... ისე ვერ ავხსენით რატომ მყარდება. ამის ამხსნელი მე საქართველოში არ მეგულება. რომ საუბრობენ ტურისტები შემოვიდნენო, არ მგონია იმდენი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში და იმდენი ფული დახარჯოს, რომ ეკონომიკური ზრდა 1 თვეში დაიწყოს. ეს ყველაფერი მანიპულაციაა, არასწორი, არაპროგრესული ეკონომიკური ხედვებია. ეს რუსული მენტალიტეტით დატვირთული საზოგადოებაა, რომელსაც ფუნდამენტალური ცვლილება, სწორი ეკონომიკური ანალიზი სჭირდება“, - განმარტავს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის შეფასებით, ლარის გამყარების მიზეზი პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებაა.

„ლარი შეიძლება კიდევ გამყარდეს. ლარის გამყარებას პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებით ვხსნი და იმით, რომ ადამიანები დაწყნარდნენ. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა, რომ პოლიტიკოსებმა გარდა იმისა, რომ არაფერი უნდა დააშავონ, ჯობია ნაკლები ინტრიგები ჰქონდეთ ერთმანეთში. ამით დიდ სარგებელს მოუტანენ საზოგადოებას, ვიდრე კანონებით“, - აცხადებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დასძენს, რომ ლიგისტიკური ხარჯების ზრდის მიუხედავად მათი პროდუქტის ღირებულება არ შეიცვლება.

„კოკა-კოლა სახალხო მოხმარების პროდუქტია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხალხს, რომელსაც კოკა-კოლა უყვარს, ვაწყენინოთ“- ამბობს ბიზნესმენი.