მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა" VS "პეპსი" - რამდენი მილიონის გაყიდვები აქვთ კონკურენტებს საქართველოში?

pepsi coca-cola პეპსი კოკა-კოლა

საქართველოში The Coca Cola Company-ის ბრენდის გამაგრილებელ სასმელებს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” აწარმოებს, PepsiCo-ს ბრენდების გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კი - “იბერია რეფრეშმენტსია”.

ორივე კომპანიას 2022 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება საჯაროა - შესაბამისად, შესაძლებელია იმის შედარება, თუ როგორი პარიტეტია საქართველოში გლობალურ კონკურენტებს შორის.

2022 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც გაყიდვებში “კოკა-კოლას” ბრენდები ლიდერობენ. კომპანიის შემოსავალი 2022 წელს ასეთი იყო:

  • “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” - შემოსავალი 396 მილიონი ლარი;
  • “იბერია რეფრეშმენტსი” - შემოსავალი 109.3 მილიონი ლარი;

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 52.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, “იბერია რეფრეშმენტსმა” კი, გასული წელი 7.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებ:

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს - კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება.

The Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია აწარმოებს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში. კომპანიის ძირითადი ბრენდებია -  Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn და Fuse Tea.

ამასთან,"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას"  აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აქტივების ჯამური ღირებულება 328 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა.

"იბერია რეფრეშმენტსის" შესახებ:

კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, ის PepsiCo-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია PepsiCo-სგან იღებს საჭირო ნედლეულს და აწარმოებს Pepsi-ს, Pepsi Black-ს, Mirinda-ს და სხვა ბრენდების სასმელებს.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშის თანახმად, "იბერია რეფრეშმენტსის" 95.5%-იან წილს ELSU Inc. LLC-ი ფლობს, 4.5% კი ალშარაფ აჰმად აბდულა ალის ეკუთვნის.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მსგავსად, "იბერია რეფრეშმენტსიც" საკუთარი პროდუქციის ნაწილს უცხოეთში ყიდის.

კომპანიის ჯამური აქტივები 51.8 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები