მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლარსზე დიდთოვლობის გამო ტრაილერები საზღვარზე 3 კვირაა გვიდგას” - Kairos Logistics

623b3dcbe6c11
ანუკა ჯოხაძე
23.03.22 22:40
1601
იმპორტიორები და გადამზიდავი კომპანიები საქართველოში არსებული უხვი ნალექის გამო ბოლო რამდენიმე კვირაა ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებზე საუბრობენ. როგორც კერძო სექტორი ამბობს, დიდი თოვლის გამო ლარსზე ტრაილერების დიდი რიგები დგას, რის გამოც ქვეყანაში პროდუქციის შემოტანა ფერხდება.

კომპანია Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მათი ტრაილერები საზღვარზე დაახლოებით 3 კვირაა გაჩერებულია. ამასთან, მიხეილ ნამადოვი საუბრობს ტრანსპორტირების გაძვირებაზეც, რომელიც დიზელის ფასის ზრდით არის განპირობებული.

“ომმა მთლიანად შეცვალა რეგიონული ვითარება, იქიდან გამომდინარე რომ უკრაინა და რუსეთი ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. თუ ავიღებთ რუსეთის მიმართულებას, იქ თითქმის ორჯერ არის ტარიფი გაზრდილი. უკრაინიდან თითქმის გაჩერებულია. ჩვენს იმპორტიორებს ევროპის ბაზარზე გადართვა მოუწიათ, საიდანაც ტრანსპორტირება ისედაც ძვირია. ამას დაემატა ისიც, რომ ევროპაში დიზელი თითქმის 2 ევრო ღირს. ჯერ კიდევ შარშან ეკონომიკის აღდგენასთან ერთად ტრანსპორტირების გაძვირება დაიწყო და ეს შეეხო სახმელეთო გადაზიდვებსაც. ამას ემატება დღეს საწვავის გაძვირება და ომი. ამის გარდა ლარსის გამშვები პუნქტი დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა და დაახლოებით 3 კვირაა ტრაილერი საზღვარზე გვიდგას და არც ვიცით როდის შემოვა", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი, Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.