07.მარტი .2021 16:00

ლაშა პაპაშვილი: საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა აღარ გვინდა ამ ქალაქში... თბილისი 20 წლის წინ შეივსო

ლაშა პაპაშვილი: საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა აღარ გვინდა ამ ქალაქში... თბილისი 20 წლის წინ შეივსო
views 10676
უკან

კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის წინააღმდეგია.

გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას ის ამბობს, რომ თბილისი 20 წელია რაც შეივსო და მას არც ერთი აგურის დამატება აღარ სჭირდება.

„მშენებლობა აღარ გვინდა ამ ქალაქში განსაკუთრებით საცხოვრებელი კორპუსების. ეს არის ჩემი მოლოდინი და თხოვნა ყველასთან რომ შეაჩერონ ყველაფერი. არსებულს თუ გადავაკეთებთ და ძველს თუ აჟურში მოვიყვანთ, თორე საცხოვრებელი სახლების მშენებლობების წინააღმდეგი ვარ. 20 წლის წინ შეივსო თბილისი, არც ერთი აგური არ სჭირდება თბილისს“, - ამბობს ბიზნესმენი.

კითხვაზე - თავად რამდენი პროექტი განახორციელა თბილისში ამ 20 წლის განმავლობაში, პაპაშვილი პასუხობს: „ჩვენ ერთი ავაშენეთ 2009-ში ვაჟა-ფშაველაზე, დაწყებული ვიყიდე და ამის მერე საცხოვრებელი სახლები არ ამიშენებია. Residential Development-ი ნამდვიალად ზედმეტია“.

მასიური საცხოვრებელი პროექტების განხორციელების მიზეზად ლაშა პაპაშვილი დარგის დერეგულირებას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ თბილისს მასშტაბური პროექტები ამახინჯებს.

„რეგულაცია არ არის. მაგალითად, ბორის ჯონსონსმა დაადგინა ლონდონში რა შეიძლება ვინმემ ააშენოს და ვთქვათ 35 კვ.მ.-ზე ნაკლები უნდა იყოს 1-ოთახიანი, ოღონდ ერთი საძინებელი და ერთი მისაღები უნდა ჰქონდეს, 2 ოთახინი უნდა იყოს მინიმუმ 52 კვ.მ. და ასე შემდეგ. ჩვენთან იყიდება ყველაზე იაფ-ფასიანი ბინები და როდემდე ... უცხოეთში ნასწავლი ბავშვები ჩამოდიან და ამბობენ, რომ რა მოხდება თუ მტვერსასტრუტი შეისრუტავს ზედმეტ მშენებლობებს, ერთ ღამეს დაიძინებენ და აღარ ქნებიან ეს გოლიათები, რომლებიც ამახინჯებენ ქალაქს“, - განმარტავს პაპაშვილი.