მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი: მომდევნო თვეებში ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა

609297e5dc815
ინგა მურუსიძე
05.05.21 17:09
607

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ "მომდევნო თვეებში ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა".

საქმე ისაა, რომ აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% იყო. გაზრდილი ინფლაცია არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც რამდენიმე დღის წინ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაამკაცრა.

ჟურნალისტმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, რატომ არ იყენებს სებ-ი სხვა ინსტრუმენტებს გარდა განაკვეთის გაზრდისა, რადგან აღნიშნული მოქალაქეებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს უძვირებს. 

"ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ცხადად განმარტება, თუ რატომ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. ეროვნული ბანკი ამ ინსტრუმენტის გარდა სხვა ინსტრუმენტებსაც იყენებს. სებ-მა ამ ეტაპზე ეს ღონისძიება ჩათვალა ყველაზე ეფექტიანად იმისთვის, რომ მოხდეს ინფლაციის ტემპის შენელება და ვფიქრობ, მომდევნო თვეებში დავინახავთ იმ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით იქნება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.