Legends Tskaltubo Spa Resort–ის ადმინისტრაცია, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებიდან გამომდინარე, ყველა ოთახს საკარანტინე ზონას უთმობს.
"ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, "ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი" პირველი ჩაუდგა სასტუმრო/რეზორტის საკარანტინო სივრცედ გადაკეთების ინიციატივას სათავეში. სწორედ ჩვენს სასტუმროში იქნა ცაიტნოტურ რეჟიმში მოთავსებული იტალიიდან 9 მარტს სპეც რეისით ჩამოსული ასამდე საქართველოს მოქალაქე. ამჟამად, რეზორტში არსებული ყველა ოთახი ეთმობა საკარანტინე ზონას, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საკარანტინო პერიოდმა მოქალაქეებისთვის კომფორტულად ჩაიაროს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ დაცულია ყველა ჰიგიენურ-სანიტარული ნორმა, ყველა მოქმედება კი დიდი მოწიწებითა და სიფრთხილით მიმდინარეობს. 24 საათის განმავლობაში მობილიზებულია ექიმ-დამკვირვებლების და დაცვის პოლიციის გუნდები, რათა მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ როგორც საკარანტინე სივრცეში მყოფი, ისევე გარშემომყოფი მოსახლეობის უსაფრთხოება.
ვამაყობთ, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ და სახელმწიფოსთან ერთად ჩვენი წვლილი შეგვაქვს COVID19-ის გავრცელების პრევენციაში", - აცხადებს Legends Tskaltubo Spa Resort–ის ადმინისტრაცია.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი