მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" საქართველოს მთავრობას მიმართავს

5de273cb6173f
BM.GE
30.11.19 17:50
758
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს მთავრობას მიმართავს. მიმართვის ტექსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„კარასინი-აბაშიძის 2019 წლის 29 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაანონსდა რუსული ენისა და კულტურის ახალი ცენტრის გახსნის ინიციატივა.

ჩვენს მულტიკულტურულ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს რუსული ენისა და კულტურის ცენტრები. ჩრილოელი მეზობლის აგრესიულად მილიტარისტული ზრახვების ჭრილში, ამ განცხადებას, განვიხილავთ, როგორც რუსეთის მცდელობას, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ველში გადავიდეს რუსული ენისა და კულტურის მორიგი ცენტრის გახსნა, რაც დასავლეთისკენ მიმართული მძლავრი გზავნილია - თითქოს საქართველომ იცვალა კულტურული ორიენტაცია და თავისი ვექტორი მიმართა რუსეთისკენ.

კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა. სახელმწიფოთაშორის დონეზე, რუსულ-ქართული კულტურული დიალოგი დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მხოლოდ პოლიტიკური პარიტეტისა და დეოკუპაციის თემაზე დიალოგის დაწყების პირობებშია შესაძლებელი.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიხსენოს საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტი, ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა და დაიცვას საქართველოს ინტერესი, დარჩეს დასავლური კულტურის წრის ქვეყნების სივრცეში”, - ნათქვამია მიმართვაში.