მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანა ნაცვლიშვილი - თავსებადი არაა თან ევროპა გინდოდეს და თან რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა

64635f70d45f8
BM.GE
16.05.23 17:25
633
„საქართველოს მოქალაქეებს სურთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავალი, ევროპული მშვიდობა და ევროპული კეთილდღეობა. თქვენ დავალება გაქვთ კონსტიტუციიდანაც, რომ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რათა მოხდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და გავხდეთ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. თქვენ არღვევთ კონსტიტუციას. ერთი ხელით თითქოს პარლამენტში ჰქმნით სამუშაო პროცესს, მეორე ხელით და მთელი ძალით ავრცელებთ ანტიევროპულ, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას“, - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ხელისუფლებას მოუწოდა მკვეთრი განცხადებებით გაემიჯნონ „ტროლების“ მიერ წარმოებულ ანტიევროპულ პროპაგანდას.

„ერთი ხელით აქ მუშაობდეთ და თან ანტიევროპულ პროპაგანდას გამალებით აწარმოებდეთ - არ არის ერთმანეთთან თავსებადი. არ არის თავსებადი თან გინდოდეს ევროპა და თან რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თავსებადი არ არის, რომ თან სამუშაო ჯგუფში და კომიტეტზე მეტ-ნაკლებად პოზიტიური, პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ცვლილებები ხორციელდებოდეს და რამდენიმე თვეში, ერთპარტიული, სრულიად არასწორი, არაევროპული არა კონსენსუალური, ძალიან ცუდი ცვლილებები შემოგქონდეთ საარჩევნო კანონმდებლობაში და იწყებდეთ მზადებას 2024 წლის არჩევნების ჯიბეში ჩასადებად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა .

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ჩვენი ქვეყანა შედგეს როგორც ევროპული სახელმწიფო.

„თქვენ არ გსურთ კორუფციისგან, უსამართლობისგან, ჩაგვრისგან, უფლებების დარღვევისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ყველას უფლება და ყველას ღირსება, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მეშვეობით და არა ოლიგარქიული მმართველობით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები