მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ორგანიზაცია დარეგისტრირდება “აგენტების” რეესტრში? - ოხანაშვილი დეპუტატის კითხვებს პასუხობს

პარლ

პარლამენტში რუსული კანონის მუხლობრივ განხილვაზე ფრაქცია “ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, მე-6 მუხლთან დაკავშირებით სვამს კითხვებს. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, რომ “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი” ორგანიზაციის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსების შემდეგ, სპეციალურად შექმნილ სააგენტოს 30 სამუშაო დღე ეძლევა იმისათვის, რომ გამოიკვლიოს და შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტი და მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დეპუტატი დაინტერესდა რამდენ ორგანიზაციაზე გავრცელდება კანონი და ასევე იკითხა, რატომ არ დაევალა კანონის აღსრულება ფინანსთა სამინისტროს და რატომ ჩაიწერა კანონში იუსტიციის სამინისტრო.

“1. თუ იცით, საქართველოში რამდენ ორგანიზაციას შეეხება ეს კანონი და რამდენი ორგანიზაცია მოექცევა ამ შემოწმების ქვეშ, განსაზღვრული კრიტერიუმებიდან გამომდინარე?
2. რამდენმა ადამიანმა უნდა იმუშაოს ამ დაწესებულებაში [სააგენტოში], რომ გასწვდეს 30 დღის განმავლობაში მონიტორინგს?
3. როდესაც კანონპროექტში არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ უფლებამოსილ პირს შეეძლება, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური, რატომ არ არის კანონში რეგლამენტირებული რა ითვლება საჭირო ინფორმაციად, რათა პროცესი არ გახდეს თვითნებური, კანონგარეშე. და თუ უფლებამოსილი პირი ინფორმაციას საჭიროდ, მაგრამ ორგანიზაცია - არასაჭიროდ მიიჩნევს, ამ შემთხვევაში რა კრიტერიუმებით მოხდება ამის შეფასება?
4. როდესაც ამბობთ, რომ ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება კანონი, ფინანსური დეკლარაციის წარდგენა რატომ არ ხდება ფინანსურ ინსტიტუციებში და რატომ ხდება იუსტიციის სამინისტროში?
5. თუ არსებობს რამე ტიპის სახელმწიფო დაწესებულება ან ბაზა, სადაც გამჭვირვალობით დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება, შევიდეს და ნახოს, სახელმწიფოს მიერ 35 წლის განმავლობაში მიღებული დონორული დახმარებების დეტალური ფინანსური ანგარიშები, რაში დაიხარჯა ფული?” - იკითხა ანა ნაცვლიშვილი.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატის ხუთი შეკითხვიდან მხოლოდ ორს უპასუხა და აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენი ორგანიზაცია დარეგისტრირდება “უცხო ძალის ინტერესების გამტარად”.

“ვერ გეტყვით, რამდენი ორგანიზაცია მოექცევა კანონის ქვეშ - რამდენიც მიიღებს წლიურ დაფინანსებას 20%-ზე მეტს [უცხოეთიდან], თვითონ უნდა განაცხადონ ამის შესახებ, მე წინასწარ ვერ გეტყვით.

[აგენტების] რეესტრზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტია პასუხისმგებელი, შესაბამისად, ანალოგიც აქედან არის აღებული”, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები