მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო საქართველოსთვის" აღმასრულებელი თანამდებობის პირები აირჩიეს

5e07452ea817d
BM.GE
28.12.19 19:30
1899
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს რიგით მე-2 სხდომა გაიმართა. პარტიის გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის წარდგინებით, პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის აღმასრულებელ პოზიციებზე აირჩია საბჭოს წევრები - ანა ნაცვლიშვილი და კახა ხაზარაძე.

როგორც bm.ge-ის პარტიიდან აცნობეს, ანა ნაცვლიშვილი დაიკავებს საზოგადოებრივ საქმეთა მდივნის პოზიციას, ხოლო კახა ხაზარაძე - პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას.

გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, პარტიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს უხელმძღვანელებს გრიგოლ გეგელია, ხოლო ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს - საბა ბუაძე.

კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი. ინჟინერ-მშენებლი. საერთაშორისო კორპორაცია “აი სი არ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მრავალი კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი და მმართველი.

ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, უფლებადამცველი. ცენტრალური ევროპისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; იყო საქართველოს მე-4 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

გრიგოლ გეგელია - პოლიტიკური თეორიის დოქტორი. ბრისტოლის, UCL და ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.
საბა ბუაძე - იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობს კორუფციის, გამჭვირვალობისა და საჯარო ფინანსების საკითხებზე.