მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლენტეხსა და ცაგერში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

5e8f273c9baeb
ინგა მურუსიძე
09.04.20 17:41
870
ხვალიდან ლენტეხსა და ცაგერში მოეწყობა გადაადგილების კონტროლის სამი პუნქტი, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი, - აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაზე.

"8 აპრილს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კვლევის შედეგად დაუდგინდა COVID-19. აღნიშნულ პიროვნებას, 3 აპრილს დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. მიმდინარეობს პირველადი კონტაქტების ძიება.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ლენტეხსა და ცაგერში მოეწყობა გადაადგილების კონტროლის სამი პუნქტი, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა.

აგრეთვე, დაწყებულია მოსახლეობის მასიური გასინჯვა, ოჯახის ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფლის რწმუნებულების ჩართულობით (თერმოსკრინინგი).

საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა პაციენტის ოჯახის წევრებს და უახლოეს გარემოცვას.

დამატებითი გადაწყვეტილებები, ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში“, - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.