მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიაში დღეს უზბეკეთის ვიცე-პრემიერს ვუმასპინძლებთ

5db00fb2714e0
ლიკა გურაბანიძე
23.10.19 12:28
1117
„ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ ბევრი ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელს ძალიან დიდი ინტერესი აქვს,“ - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.


როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში კონსორციუმი ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლებს.


„უზბეკეთის დელეგაციას, კეძოდ ვიცე-პრემიერს ვუმასპინძლებთ, რომელიც დღეს არა მარტო ანაკლიას, არამედ სხვა ნავსადგურებსაც ეწვევა და ჩვენი ჯგუფი იქ დახვდება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც და მათი განვითარებისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია. ასევე, ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ სხვა ინტერესებიც არის, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, თუმცა არა როგორც ვიზიტის სახით", - განაცხადა ახვლედიანმა.


როგორც კონსორციუმის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ორი კვირის წინ ანაკლიაში იაპონელები იყვნენ, ხოლო გასულ კვირას ნატო-ს დელეგაცია ეწვია; ასევე, მისი ინფორმაციით, ადგილზე ჩასვლით შვედეთის დელეგაცია იყო დაინტერესებული.


„ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირთან საუბარს ვაგრძელებთ, რომ ინტერესთა გადაკვეთის წერტილი გამოვნახოთ,“ - აცხადებს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებისგან ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი გამოიხატა და მონაწილეთა ნაწილი ადგილზეც აპირებს ჩასვლას.“ მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხზე შედგა კომუნიკაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელთა წარმომადგენლები ინვესტორებს ადგილზე გააცნობენ პროექტის მიმდინარეობს.