მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი "კონტიზე": მოლოდინების აცდენა მოხდა

5db40849cab77
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.19 12:45
1556
მოლოდინების აცდენა მოხდა,- ასე პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი კითხვას, რატომ მოხდა გუშინ გაუგებრობა, როცა ერთი მხრივ, კონსორციუმმა ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული „კონტის“ დარჩენაზე განაცხადა(რომ ჯგუფმა გადაწყვეტილება შეცვალა), მეორე მხრივ კი თავად „კონტიმ“ bm.ge-ს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც წერია, რომ მათ პროექტის დატოვების სურვილი ისევ აქვთ და მათი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

ლევან ახვლედიანი არ ფიქრობს, რომ ამ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა.

მისივე თქმით, „კონტის“ ზაფხულში ჰქონდა გაცხადებული, რომ ის პროექტს ტოვებდა და აპირებდა აქციების 42%-ის გაყიდვას. ოფიციალურად ეს ტრანზაცია კი ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, რაც დროში ვერ მოესწრო, შესაბამისად, „კონტი“ პროექტში რჩება და აქციების გაყიდვა ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას.

„რადგან არ შედგა ტრანზაცია...ჩვენ მიზეზებზე არ ვლაპარაკობთ, არც კონტი არ ლაპარაკობს... მოლოდინების აცდენა მოხდა. ფაქტები არის იგივე. რჩება კონტი აქციონერად. სხვა ამგვარი ტრანზაცია, მათ მიერ აქციების გასხვისებისა, დღის წესრიგში არ დგას“,- აცხადებს ლევან ახვლედიანი.


შეგახსენებთ, „კონტი ჯგუფის“ მიერ გუშინ bm.ge-სთვის ოფიციალურად მოწერილ წერილში ნათქვამი იყო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისინი ანაკლიის პროექტში ბრუნდებიან არასწორია და ისინი ელოდებიან აქციების გამოსყიდვას, რათა მალე დატოვონ ანაკლიის პორტის პროექტი. მანამდე ანაკლიის კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი წერდნენ, რომ „კონტიმ“ გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლასთან დაკავშირებით შეცვალა და აქციების 42%-ის მფლობელად რჩება.