მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანს არ სჯერა, რომ APM ფოთის პორტში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს

5e32d828e4c52
ინგა მურუსიძე
30.01.20 17:50
1146
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორს, ლევან ახვლედიანს არ სჯერა, რომ „APM ტერმინალი“ ფოთის პორტში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

თუმცა ახვლედიანი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, უნდა დაველოდოთ მოვლენებს, რადგან ყველაფერი შესაძლებელია.

„მე არ მჯერა „APM ტერმინალის“ განცხადების, მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ვიძახი, რომ მთავრობა არ უნდა ხვდებოდეს „APM ტერმინალსის“ წარმომადგენლებს, რადგან ის არის ორგანიზაცია, რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოშია, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს პოზიცია, რას აკეთებს სახელმწიფო. სამწუხაროდ, მე არ მგონია, რომ ფოთს ასეთი მასშტაბის შეთავაზების შესაძლებლობა და სტრატეგიული მდებარეობა აქვს, როგორიც ანაკლიას. ანაკლიის პროექტს დღეს ამ მხრივ კონკურენტი არ ყავს. ვნახოთ, როგორ შეიძლება მთავრობამ ამ ბალანსს გაართვას თავი. ეს კიდევ ერთხელ გამოაჩენს მათ რეალურ სახეს და რეალურ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით ორი ღრმაწყლოვანი პორტი დღეს საქართველოს არ სჭირდება, ამის კომერციულად გამართლებული სიდიდე არ არსებობს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მთავრობისთვის ცნობილია კომპანია APM-ტერმინალის სურვილი ფოთის პორტის გაფართოებაზე, თუმცა მათ მთავრობისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.

„ელემენტარული ანალიზის შედეგად შეიძლება დადგინდეს, რამხელაა საქართველოს ბაზარი და სჭირდება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო, რომ არ ყოფილიყო ორი ღრმაწყლოვანი პორტი. მე დარწმუნებული ვარ „APM ტერნმინალსაც“ იგივე პოზიცია აქვს და რატომ საუბრობს მინისტრი, რომ თურმე შეიძლება იყოს ორი სრული ღრმაწყლოვანი პორტი, არ ვიცი. ქალბატონი ნათია ალბათ მეტ ანალიზს საჭიროებს. ვერ გეტყვით ნიშნავს თუ არა ეს „APM ტერმინალსისთვის“ მეტ მხარდაჭერას. ძალიან საინტერესო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახლა მთავრობა, რადგან ერთი მხრივ, ინტერესთა გამოხატვა და ტენდერია გამოსაცხადებელი ანაკლიის პორტზე და მეორე მხრივ, „APM ტერნმინალი“ აცხადებს არსებული პორტის მშენებლობის სურვილს. აქედან გამომდინარე, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავია და უნდა დავაკვირდეთ, მთავრობა როგორ დააბალანსებს ამ სიტუაციას და როგორ წარმართავს ანაკლიის ტენდერს. ეს დავაც ხელს უშლის ამ პროცესში სამწუხაროდ მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორების მოზიდვას, როცა მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზეა პრეტენზია, მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ართულებს ამოცანას“, - ამბობს ახვლედიანი.