ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის მოადგილის ლევან ცხადაძის ხელმძღვანელობით, პრაღაში ქართულმა დელეგაციამ ჩეხეთის საავიაციო სფეროს სექტორთან შეხვედრები გამართა.
ვიზიტი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით შედგა. ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ლევან ცხადაძის განცხადებით, ავიაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს.
"შეხვედრები გავმართეთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე კერძო სექტორთან. ასევე, ადგილზე გავეცანით ვაცლავ ჰაველის სახელობის პრაღის აეროპორტის ოპერირების სპეციფიკას. ავიაციის მიმართულებით ჩეხური გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანავიგაციო და ტექნოლოგიური კუთხით ჩეხეთთან რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს", - განაცხადა "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა საავიაციო დარგის წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: Transcon, ERA, Vaclav Havel Airport Prague, ICZ და Czechoslovak Group.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი