მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი: მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

5e78c9f363455
ინგა მურუსიძე
23.03.20 18:40
1670
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.

რატიანის თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე დღის პირველ ნახევარში იყო.

„მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი დღის პირველ ნახევარში იყო. რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს, მათი მდგომარეობა მძიმე რჩება, მაგრამ ჩატარებული კვლევების თანახმად, უარყოფითი დინამიკა არცერთ შემთხვევაში არ არის“, - განაცხადა რატიანმა.