მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი: მივმართავ ერს და ბერს, მოკლე და გრძელ ენიანებს-ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი

5e9eac702af84
ინგა მურუსიძე
21.04.20 12:22
5101
"ჩვენც გვეშინია, შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, კრიტიკულები და შეიძლება ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით", - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„მინდა, ვისაუბრო აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით და მინდა ვუთხრა ყველას, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, ახლა ნება მომეცით, რომ ერთად გადავრჩეთ. არ არის ქილიკის დრო, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი.

მინდა, გავიმეორო და ყველას ვუთხრა - თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის მოცემის და ა.შ. დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, აი ბატოო სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად, იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ. ჩვენც გვეშინია, შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, კრიტიკულები და შეიძლება ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭუის სწავლებას პროტოკოლის შემქმნელთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, თავი დაანებონ. თუ რამე კეთილი სურვილი და ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და მათ რჩევას მივიღებთ, გასათვალისწინებელს; როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ, ამ სიკვდილში შემსვლელ ექიმებს“, - განაცხადა რატიანმა.

ექიმი მთავრობის კრიტიკოსებსაც მიმართავს.

„მინდა, ჩემი მესიჯი მივიდეს ადამიანებამდე, რომლებიც ჩვენს მთავრობას აკრიტიკებენ; ჩვენმა მთავრობამ, სახელმწიფომ გააკეთა ის, რასაც ყველა წამყვანი ქვეყანა აკეთებს, ამაზე მეტყველებს შედეგები, ლეტალობის დაბალი დონე და გამოჯანმრთელების ინდექსი“, - განაცხადა რატიანმა.