მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიბერთი ბანკი“ ბათუმის ფილიალში აღმოჩენილ დარღვევის ფაქტს ადასტურებს - განცხადება

60b3b00a5f895
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 18:16
685
ბათუმში „ლიბერთი ბანკიდან“ თანამშრომლებმა 3.5 მლნ ლარის მოიპარეს. ბანკი ფაქტთან დაკავშირებით თანამშრომლებს სამოქალაქო სასამართლოში ედავება. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

BM.GE-მ აღნიშნულ საკითხზე „ლებერთი ბანკს“ კითხვებით მიმართა. ბანკში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მოპარული თანხის მოცულობის დასახელებისგან თავს იკავებენ.

„ლიბერთი ბანკის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ლიბერთი ბანკის" მიერ, ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში, აღმოჩენილ იქნა დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. "ლიბერთი ბანკი" სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ბანკი აცხადებს, რომ მომხმარებლის თანხებს არანაირი სართხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.