„ლიბერთი ბანკი“ საკუთარი რესურსით პენსიების წინსაწარ ჩარიცხვის 100 მლნ ლარიან პროგრამას იწყებს.
ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის სახელით გავრცელებულ განხადებაშია ნათქვამი.
„მოგესალმებით, ლიბერთი ბანკის“ სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.
როგორც უკვე განვაცხადეთ, „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, ვიწყებთ 100 მილიონ ლარიან პროგრამას - აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.
ახლა კი, დეტალები თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა წინასწარ და როგორ შეძლებენ 70 წლის და ზევით ჩვენი თანამემამულეები ამ თანხებით სარგებლობას:
პენსიები წინასწარ ჩაირიცხება 70 წლის და ზევით ჩვენი მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით, ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით - მაღაზიებსა და აფთიაქებში.
ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრში კი, ერთი ზარით, შეძლებენ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.
ამიტომ, წინასწარ ჩარიცხული პენსიით, უფასოდ, სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას.
ხოლო, რაც შეეხება განაღდებას, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყველა პენსიონერს ეტაპობრივად, ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით.
ამ გრაფიკის სანახავად, ჩვენ შევქმენით სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც ძალიან მარტივად, შესაძლებელია ნახვა თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას.
ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან - განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღს და ასევე, უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა.
ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში.
ეხლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე. ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ, ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლის და ბანკში ვიზიტის საჭიროება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აცხადებს ხოდელი.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს