მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

60feadc26fd45
ინგა მურუსიძე
26.07.21 17:20
472
“ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გაიმართა.

როგორც bm.ge-ს „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი და ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობდნენ. „ლიბერთის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია „კუმ დეომ“ უკვე მეორედ გამართა.

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ლიბერთი #გულით ფარგლებში რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

"ლიბერთი ბანკსა" და „კუმ დეოს შორის“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბანკის მხრიდან მაღალმთიან რეგიონებში საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
(R)