მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Liberty Bank ტურიზმის სექტორს მხადაჭერის კონკრეტულ გეგმას წარუდგენს

5e6b2f90bae62
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.20 11:05
1354
„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა პრემიერ-მინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბანკი მზად არის, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის კონკრეტული შეთავაზებები გააკეთოს.

მისი თქმით, ბანკებს შეთანხმებული აქვთ სამოქმედო გეგმა, რომელსაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს გააცნობენ.

„გვაქვს შეთანხმებული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ პერმანენტულად განახლებას ვუკეთებთ და ვმოქმედებთ ერთმანეთთან შეთანხმებით.

არის სექტორები, განსაკუთრებით ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები, რომლებიც გვესმის, რომ დღეს მარტივ მოცემულობაში არ იქნება. შესაბამისად, ჩვენ უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმები გვაქვს დასახული, რომელსაც გავუჟღერებთ ამ სექტორებს და მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერისათვის, იმისთვის, რომ ვირუსმა ნაკლები გავლენა იქონიოს ბიზნესებზე და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.