მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვა საქართველოს 15,000 დოზა ვაქცინას აჩუქებს - საგარეო მინისტრი

609e40f1a956d
BM.GE
14.05.21 13:13
2220
ლიეტუვა საქართველოს COVID-19-ის 15,000 დოზა ვაქცინას აჩუქებს - ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ქვეყნის მთავრობამ მიიღო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს 200,000 დოზა COVID-19-ის ვაქცინას გამოუყოფს.

"მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200,000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის. მათ შორის უკრაინისთვის 100,000 ვაქცინის გამოყოფა მოხდება, საქართველოსთვის 15,000 ვაქცინის, მოლდოვასთვის კი 11,000 ვაქცინის. ეს ლიეტუვის მიერ გადადგმული ერთი ნაბიჯია, რომელსაც იმედია ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდებიან და კიდევ უფრო მეტ ვაქცინას გამოყოფენ,"- ნათქვამია გაბრიელიუს ლანდსბერგისის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Bloomberg-ის მონაცემებით, ლიეტუვაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1,233,989 ადამიანი აიცრა, მათ შორის 412,000 ადამიანი უკვე ორჯერადად აიცრა, რაც მოსახლეობის 14.8%-ია.

საქართველოში კი დღევანდელი მდგომარეობით, აცრილთა რაოდენობა 81,076-ს შეადგენს, რაც მოსახლოების 2%-ია.