მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა, ეს არის ფინანსური სექტორისთვის ყველაზე მთავარი"

5e947881bb0ff
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 19:31
1903
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, COVID-19-ის მიერ შექმნილი ეკონომიკური შოკის პერიოდში საფინანსო სექტორის სიჯანსაღის შესანარჩულებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლიკვიდობის მაჩვენებლის შენარჩუნება, რაზეც ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს. ამასთან, ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ სებ-ის მიერ სექტორის მდგრადობის შესაფასებლად ჩატარებული სტრეს-ტესტები მეტყველებენ იმაზე, რომ საფინანსო სისტემაში არსებული კაპიტალის ბუფერები და გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

"ფინანსური სექტორის შესახებ მინდა გითხრათ, რომ არსებულ კრიზისისს, რომელიც ჩამოყალიბებულია მსოფლიოსა და საქართველოში, საფინანსო სექტორი ხვდება მომზადებული. საფინანსო სექტორის 90%-ია საბანკო სექტორი, ასევე საკმაოდ დაწინაურებულია დაზღვევის და მიკროსაფინანსო სფეროც. აქ ჩვენ პარლამენტის ძალიან აქტიური მცდელობით, შემიძლია გითხრათ, რომ მომზადებულია ორივე მიმართულება, როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანაირი ბუფერები ცხადყოფს, რომ ამ ინსტიტუტებმა, რომლებიც ფრონტ ოფისში არიან ამ კრიზისის, ეს პრობლემები დაძლიო. რისი თქმა მინდა მე, სტრეს-ტესტები, რომლებიც ტარდება საბანკო სექტორისთვის და რომელთაც ატარებს საქართველოს ეროვნული ბანკი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის კოეფიციენტები, ასევე გადახდისუნარიანობაც არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეამჩნევდით, რომ ფინანსთა სამინისტროს ნაშთები გადმოაქვს კომერციული ბანკებიდან და სახსრების აკუმულაციას აკეთებს ეროვნულ ბანკში, ეს გამოწვეულია იმით, რომ ფინანსთა სამინისტრომ უნდა გადაიხადოს დამდგარი ვალდებულებები.

საბანკო სექტორმა და ახლა მიკროსაფინანსო სექტორმაც მოახდინა მოსახლეობის ვალდებულებების 3-თვიანი გადავადება, ამან გამოიწვია გარკვეული ლიკვიდობის შემცირება, ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა მოახდინა გარკვეული ლიკვიდობის ინსტრუმენტების შეთავაზება რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მხედველობაში მაქვს SWAP გარიგებები, რაც არის 400 მილიონის ფარგლებში, რათა ლიკვიდობა შენარჩუნდეს. მთავარი არის ამ კრიზისის დროს - ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა,” - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილს გაკეთებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ კომერციულ ბანკებში მის ანგარიშებზე არსებული თანხები ეროვნულ ბანკში გადაიტანა. ჯამურად 850 მილიონ ლარამდე მოცულობის დეპოზიტი ბანკებიდან სებ-ში გაედინა.

"პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებში არსებული ანგარიშებიდან (850 მილიონ ლარამდე) თანხების ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე მობილიზებას ახდენს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.