მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილო მოლი: „თუ შაბათ-კვირას არ იქნა დაშვებული მუშაობა, ურთულესი იქნება“

60128d3566045
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.21 14:14
2270
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესთან მორიგი შეხვედრა იმართება. მინისტრები ამჯერად ბაზრობების წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წინასწარ არ იცის, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება საუბარი შეხვედრაზე.

„საუბარი იქნება გახსნაზე, ტესტირების თემებზე და სხვადასხვა საკითხებზე. იმედია, მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ათიათასობით მეწარმისთვის, რამეთუ დღეს ძალიან რთული სიტუაციაა და თითო დღეს თითო რეგულაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ 15 თებერვლამდე გახსნის გადაწყვეტილების მიღებას მოვითხოვთ და თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიესალმება  ყველა. ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

BM.GE-ის კითვაზე - რამდენად მისაღებია „ლილო მოლისთვის“ შაბათ-კვირას უმოქმედობა, „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა უპასუხა: „თუ შაბათ კვირას არ იქნა დაშვებული მუშაობა, ურთულესი იქნება“.