მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოს ნაგავსაყრელის რესურსი იწურება - მერიას პოლიგონის გაფართოება სურს

6435831c89a15
ანუკა ჯოხაძე
12.04.23 09:35
1514
თბილსერვის ჯგუფი ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართვს. პოლიგონის გაფართოებაში 2.5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

თბილსერვის ჯგუფის მხრიდან შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე ამჟამად ნარჩენების განთავსება მიმდინარეობს მე-3 უჯრედის გაფართოებულ ნაწილში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი გაფართოება არ მოხდება, ნარჩენების განთავსებისთვის არსებული რესურსი მხოლოდ 3 თვეა.

როგორც თბილ სერვის ჯგუფის დირექტორი დავით ფაჩულია განმარტავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საყოფაცხოვრებო ნარჩენის მოცულობა განსაკუთრებით გაიზარდა.

მხოლოდ დედაქალაქში დღის განმავლობაში 1500 ტონა ნარჩენის შეგროვება ხდება. ამასთან, მისი თქმით, 2022 წლის ბოლოდან ლილოს ნაგვსაყრელზე ხდება რუსთავისა და გარდაბანის ნარჩენების შეტანაც, რადგან იქაურობა დახურულია.

ფაჩულია აცხადებს, რომ იქამდე სანამ ახალი მეოთხე უჯრედის მშენებლობა დაიწყება, რომლის ვადაც 7-8 თვეა, აუცილებლია მე-3 უჯრედის გაფართოება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლილოს ნაგავსაყრელზე 3 თვის შემდეგ ნარჩენის განთავსების პრობლემა დადგება.

“7-8 თვის შემდეგ გვექნება პოლიგონის მე-4 უჯრედზე ნარჩენების განთავსების შესაძლებლობა. თუმცა დღეიდან მე-3 უჯრედს მხოლოდ 3 თვის რესურსი აქვს. შესაბამისად, გაჩნდა აუცილებლობა, რომ მე-3 უჯრედი კიდევ გავაფართვოთ, რომ მე-4 უჯრედი სანამ შევა ექსპლუატაციაში, ნარჩენი დედაქალაქმა სადმე განათავსოს.

მე-3 უჯრედის გაფართოებით არსებული რესურსის განთავსებას ჩვენ დაახლოებით 2024 წლის თებერვლამდე შევძლებთ. ამ დროისთვის კი მე-4 უჯრედის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება და ნარჩენების განთავსება ამ უჯრედში გაგრძელდება”, - ამბობს თბილსერვის ჯგუფის დირექტორი დავით ფაჩულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები