თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობა ბოლოს 2019 წლის ზაფხულში დააანონსა. კალაძემ მაშინვე განაცხადა, რომ იგეგმებოდა ტენდერის გამოცხადებაც, რომელში გამარჯვებულ კომპანიასაც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე 60 მილიონ ლარად შენობა-ნაგებობა უნდა მოეწყო. პროექტი ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. გამოცხადდა ტენდერიც, რომელიც 6-ჯერ გასაჩივრდა, საბოლოოდ კი კონტრაქტორი კომპანიის მოძებნა ვერ მოხერხდა.
როგორც დღეს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე აცხადებს, გამოცხადებულ ტენდერში ვერცერთმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ის კრიტერიუმები, რაც პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იყო. მისი განმარტებით, ადგილობრივ კომპანიებს შესაბამისი გამოცდილება არ აღმოაჩნდათ. თუმცა მიქაუტაძე იმასაც ამბობს, რომ პროექტი მუნიციპალიტეტისთვის დღესაც პრიორიტეტულია, შესაბამისად, მისი განმარტებით, პროექტის განხორციელება EBRD-ის სესხით 2022 წელს უნდა დაიწყოს.
“ერთ-ერთი სატენდერო მოთხოვნა იყო ის, რომ კომპანიას ჰქონოდა გაზშემკრების მოწყობის გამოცდილება. როგორც კი ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანიების მხრიდან დაინტერესება მაღალი იყო, მათ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. თუმცა ქართულმა კომპანიებმა, რომლებმაც სატენდერო პირობები გაასაჩივრეს, რეალურად არ ჰქონდათ გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროექტზე ტენდერი შეგვეწყვიტა. ამის შემდეგ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ვფიქრობთ, რომ 2022 წელს შევძლებთ, რომ აღნიშნული ტენდერი გამოცხადდეს EBRD-ის წესებით. თუ სესხი გვექნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, ის ჩაატარებს თავისი წესებით ტენდერს", - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი