მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოკოკინების ფერმა სამეგრელოში - რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს "ნადი გრუპი" პროექტში?

5e10976d2bf2e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.20 14:11
7488
საქართველოდან ევროკავშირში ლოკოკინების ექსპორტი დაიწყო. სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში კომპანია "ნადი გრუპის" ფერმამ იტალიაში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინების ექსპორტი უკვე განახორციელა. პირველი პარტიის ღირებულება კილოგრამდე 4.5 ევროს შეადგენდა. 

2020 წლიდან საწარმოს ლოკოკინების ინკუბატორი შეემატება, ამასთანავე მოეწყობა პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოც - აღნიშნულის შესახებ BM.GE-ს ლოკოკინების ფერმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა.

„ამ დროისთვის 6 ჰექტარზეა გაშენებულ ფერმაში 7 ტონამდე ლოკოკინა გვყავს საჯიშედ დატოვებული. ახლა ვაშენებთ ინკუბატორს, სადაც პატარა ლოკოკინები გამოიჩეკებიან და მომავალში ჩვენ შეგვეძლება ლოკოკინებით, არამხოლოდ ჩვენი ფერმა, არამედ ახალი ფერმები მოვამარაგოთ. ინკუბატორის საინვესტიციო ღურებულება 150 000 ევროა და მისი მშენებლობა გაზაფხულზე, მაისისთვის დასრულდება“, - გვითხრა მერაბ ნადარაიამ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, „ნადი გრუპი“ ინკუბატორის გარდა ლოკოკინის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობასაც გეგმას, რისთვისაც მოლაპარაკებებს გერმანელ და იტალიელ პარტნიორებთან აწარმოებს.

„2020 წელს, ვფიქრობთ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნაზე, სადაც ლოკოკინის ლორწოს და ხორცის გადამუშავება მოხდება. ამ მიმართულებით უცხოელ ინვესტორებთან ვმუშაობთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რესურსი დაახლოებით - 1.5 მლნ ევრო დაგვჭირდება. რამდენიმე პარტნიორი გვაყვავს იტალიასა და გერმანიაში, რომელთანაც გამოგვივა საბოლოო მოლაპარაკება მათთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას. გერმანელი პარტნიორები ფარმაცევტული მიმართულებით ოპერირებენ და ლოკოკინის ლორწო აინტერესებთ, ხოლო იტალიელები ხორცის გადამუშავებით არიან დაკავებულები“, - უთხრა BM.GE-ს მერაბ ნადარაიამ.

ლოკოკინების ფერმა 2019 წლის სექტემბერში გახსნა. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ მიერ არის მხარდაჭერილი. ლოკოკინების ფერმაში ამ ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული. 

კომპანიის დამფუძნებელთა თქმით, ლოკოკინების ფერმის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები