მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის წითელ ავტობუსებს გაქრობა ემუქრება

5d8c8d5260422
მიხეილ ხაჩიძე
26.09.19 14:04
930

სამწუხარო სიახლე ლონდონის ფანებისთვის - დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის წითელი, ორსართულიანი ავტობუსების მწარმოებელი კომპანია გაკოტრდა. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის პროფკავშირების ცნობით, ჩრდილოეთ ირლანდიური ფირმა  Wrightbus– ს 1250 თანამშრომელს შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიეწოდა.



დასაქმებულთა უფლებების დამცველებმა კომპანიის გადარჩენად, დახმარებისთვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მიმართეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters პროფკავშირების წარმომადგენელზე დაყრნდობით იუწყება, მათ იმედი აქვთ, რომ ჯონსონი კომპანიის გადარჩენას შეძლებს, რადგან ქვეყნის პრემიერმა ბრიტანული ეკონომიკის გადარჩენის მიზნით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

 

Wrightbus– ში ამ დრომდე გაკოტრებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.