მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოპოტა" პირობას დებს, რომ მინიმუმ 2 თვე თანამშრომლებს ხელფასს არ შეუმცირებს

5e725f3d5f2c8
თელარა გელანტია
18.03.20 22:12
1322
კორონავირუსის გამო, ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, “ლოპოტა სპა რეზორტი” შემდეგი მინიმუმ 2 თვის განმავლობაში თანამშრომლებს არსებულ ხელფასს შეუნარჩუნებს. ამის შესახებ მათ მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან “ლოპოტა სპა რეზორტის” ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენად.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობა გუნდის თითოეული წევრის წინაშე კიდევ უფრო გაიზარდა; მიუხედავად ტურიზმის სფეროს სრული სტაგნაციისა, საჯაროდ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალი მინიმუმ 2 თვის განმავლობაში “ლოპოტა სპა რეზორტის” თანამშრომლების ანაზღაურება უცვლელი დარჩება.

ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციის მიღებისთანავე, გუნდის ადმინისტრაციული ნაწილი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. საოპერაციო ნაწილისა და სტუმრების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კი რეზორტის ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო პროცედურები.

გვჯერა, რომ ჩვენც და მთელი მსოფლიოც ძალიან მალე დავძლევთ პანდემიას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. მანამ კი იმედი გვაქვს, რომ მცირე წვლილს მაინც შევიტანთ ჩვენი გუნდის წევრებისა და მათი ოჯახების სიმშვიდეში.

კახეთში ტურიზმის სექტორზე ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლის სტატუსი კი გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანების ფინანსური სტაბილურობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობაზეც აისახება”, - ნათქვამია განცხადებაში.