LSG Solutions საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) საპატიო წევრი გახდა.
კომპანიამ სამშენებლო ბაზარზე ოპერირება 2020 წლიდან დაიწყო და უძრავი ქონების, ტურიზმის, ჯანდაცვის, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ სექტორებს მშენებლობის მენეჯმენტს, პროექტირებას და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ამ პერიოდში დიდი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე გუნდმა ბაზარზე ნდობის მოპოვება შეძლო. 3 წლის განმავლობაში LSG Solutions-მა პროექტები ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის განახორციელა როგორებიცაა „თეგეტა მოტორსი“, „ბორჯომი“, „სილქ დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „ასკანელი“, „კინორ ინვესთმენთი“, „ჯიჯ ენერჯი“, „სოდი ინვესთმენთი“, „ნენსკრა“ და სხვა.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატაში კომპანიის გაწევრიანება, LSG Solutions-ისთვის განვითარებისა და ახალი პარტნიორების მოძიებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. LSG Solutions-ის გენერალური დირექტორი სოსო ბერიძე აღნიშნავს, რომ ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს პლატფორმაა, რომელიც 200-ზე მეტი კომპანიის გაერთიანებით ბიზნეს გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.
„LSG Solutions-ისთვის AmCham-ის წევრობა კარგი შესაძლებლობაა ახალი გამოცდილების მისაღებად და უკვე დაგროვებული გამოცდილების გასაზიარებლად, მათ შორის ქართულ ბაზარზე სამშენებლო სტანდარტების კიდევ უფრო ეფექტურად დანერგვისთვის..
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია LSG Solutions-ი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ყველა პროექტს ახორციელებს, იქნება ეს საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, ავტომწარმოებლის შოურუმი - მაგალითად პორშე ან სხვა; განახლებადი ენერგიის მიმართულება, რომელსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან Multiconsult-თან ერთად ვასრულებთ... ვფიქრობთ, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მსგავს პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დასაწყებად კარგი შესაძლებლობაა“, - აღნიშნა სოსო ბერიძემ.
საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს გაერთიანების AmCham-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი კი ამბობს, რომ LSG Solutions-ი, თავისი პროფესიული გამოცდილებით, ორგანიზაციის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.
„AmCham ბიზნესგაერთიანებაა, რომლის ქსელი ფართოვდება და ეს პროცესი ჩვენს თითოეულ წევრს ეხება. კომპანია LSG Solutions-ი კარგი გამოცდილებისა და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კომპანიაა, რომელიც მოწინავე მეთოდებით იმ სფეროს გარდაქმნას ცდილობს, რომელშიც საქმიანობს. მოხარული ვართ მათი ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებით და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.
გვსურს, რომ ჩვენმა წევრებმა AmCham-ისგან კარიერული კავშირები, ახალი შესაძლებლობები და საინტერესო გამოცდილებები მიიღონ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა.
ცნობისთვის: კომპანია LSG Solutions-ი უძრავი ქონების, ტურიზმის, ჯანდაცვის, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ სექტორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. დამკვეთს მშენებლობის მენეჯმენტის, პროექტირებას და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს, რაც პროექტების პროცესის მართვას – განვითარების გეგმის შედგენას, ბიუჯეტის განსაზღვრასა და ხარჯების დაგეგმარებას, პროექტის ვადების და ხარისხის კონტროლს მოიცავს. კომპანია დამკვეთს ასევე არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო მიმართულებებით პროექტირების სერვისსაც სთავაზობს.
®
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო