ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გასული 24 საათის სავაჭრო სესია ნეიტრალური შედეგებით დასრულდა: S&P 500-ის ფასი 0.1%-ით შემცირდა; Dow Jones 0.3%-ით დაეცა; Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი 0.06%-ითაა გაზრდილი.
მიუხედავად ძირითადი ინდექსების თითქმის უცვლელად დარჩენისა, ძლიერი აღმასვლის ტენდენცია დაფიქსირდა სამედიცინო-ფარმაცევტულ სექტორში. Novavax-ის აქციები 11.8%-ით გაიზარდა; 9.6%-ით მოიმატა BioNTech-ის ღირებულებამ; Vir Biotech-ის აქციები 8.1%-ითაა გაზრდილი; 5.9%-ით გაიზარდა Adaptive Biotech-ის საბაზრო კაპიტალიზაცია; Moderna-ს აქციების ფასი 5.4%-ითაა გაზრდილი; ხოლო Sorrento-ს ღირებულებამ 4.8%-ით მოიმატა.
სამედიცინო სექტორის აღმასვლის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოსა და აშშ-ის მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდაა. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ინფლაციურ პერიოდში სამედიცინო-ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც მათ აქციებზეც დადებითად აისახება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საფონდო ბირჟაზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების შემცირების ძლიერი ტენდენცია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები შედარებით სპეკულაციურ აქტივებში პოზიციებს ამცირებენ, კაპიტალის ნაკადი კი ისეთ სტაბილურ სექტორებში ინაცვლებს, რომელთაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და მაღალი ინფლაციის ფონზეც კი ზრდის რეალური პოტენციალი აქვთ.
გასულ 24 საათში ტექნოლოგიური სექტორიდან ყველაზე გამორჩეული შედეგი ელექტრომობილების მწარმოებელ Lucid-ს ჰქონდა, მისი აქციები მოკლე პერიოდში 13.2%-ით გაიზარდა. არასახარბიელო კვირის შემდეგ, 6.6%-ით გაიზარდა Splunk-ის აქციები; ხოლო Tinder-ის მფლობელი ჰოლდინგის, Match Group-ის საბაზრო ღირებულება 5.4%-ით არის გაზრდილი.
აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიიდან გუშინ საუკეთესო შედეგები შემდეგ ორგანიზაციებს ჰქონდათ: Tapestry (+15.5%); DISH (+14.6%); ETSY (+12.9%); Lumen (+8.1%); Under Armour (+6.6%); Pool Corp (+5.8%).
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ